დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

გოგებაშვილის ქუჩაზე გუშინ დაჭრილი გივი მარგველაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა განაცხადა, მას ქვედა კიდურები აქვს დაზიანებული და ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. დაჭრილი ამჟამად ხელოვნურ კომაში იმყოფება. რაც შეეხება მეორე დაჭრილი ტურისტის მდგომარეობას, რომელიც „ნიკორას“ მომხმარებელი იყო და ორმხრივი სროლისას ტყვია შემთხვევით მოხვდა, მას ქართულ-ამერიკულ კლინიკაში ჭრილობა დაუმუშავეს და გაწერეს, რადგან ძვლისა და სისხლძარღვების დაზიანება არ ჰქონია.