ქართულ-ფრანგული ფილმი „დასაწყისი“ – სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ცნობითვე, სურათი ფესტივალზე ასევე კიდევ სამ ნომინაციაში დაჯილდოვდა. დეა კულუმბეგაშვილი – საუკეთესო რეჟისორი; ია სუხიტაშვილი – საუკეთესო მსახიობი ქალი; დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი – საუკეთესო სცენარი.
ქართულ-ფრანგული ფილმის წარმატების შესახებ ინფორმაცია სან სებასტიანის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.