წინასაარჩევნო პერიოდი დასავლეთთან ურთიერთობის უკიდურესად გამწვავებულ ეტაპს ემთხვევა.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან რეფერენდუმად გამოცხადებული არჩევნების მოახლოებასთან ერთად მმართველი გუნდი სულ უფრო მეტს საუბრობს გარე ჩარევის მასშტაბის ზრდაზე. ქვეყნის შიდა პოლიტიკაში უხეშ ჩარევად განიხილება ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან მომდინარე განცხადებები და გადაწყვეტილებები, რომლებიც შერბილების ნაცვლად, პირიქით, მკაცრდება. ამ თემას ეძღვნება ამერიკულ გამოცემა Responsible Statecraft-ში გამოქვეყნებული სტატიაც, სადაც მთავარი გზავნილია, რომ დასავლურმა ქვეყნებმა სხვა ერების პოლიტიკის კარნახი უნდა შეწყვიტონ. პუბლიკაციაში სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში ამერიკის ჩარევაზეა საუბარი და ხაზგასმულია, რომ თვეების წინ საქართველოში პროტესტის ფონზე მიღებული კანონი ვაშინგტონის და ბრიუსელის ბოლოდროინდელ მკაცრ ნაბიჯებს არ ამართლებს. დაგ ბენდოუს ავტორობით მომზადებულ სტატიას ხელისუფლების დაკვეთად მიიჩნევს ოპოზიცია.
იკვეთება თუ არა გარედან არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობა – ნოდარ ჩაჩუა მუშაობდა თემაზე.