დასავლეთის კრიტიკა და „ქართული ოცნების“ პასუხი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევას აშშ და ევროპა ითხოვს. პარტნიორების განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტი აფერხებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას.
საპარლამენტო უმცირესობა მმართველ გუნდს „რუსული კანონის“ მხარდაჭერაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ლიდერებს პერსონალური სანქციების დაწესება ელოდება.
პარტნიორებისა და ოპონენტების ბრალდებებს „ქართულ ოცნებაში“ უსაფუძვლოს უწოდებენ. მათი თქმით, ქვეყნის საგარეო კურსი არ იცვლება და ევროკავშირში გასაწევრიანებლად „ქართული ოცნება“ მაქსიმუმს აკეთებს. დოკუმენტი კი მხოლოდ გამჭვირვალობას ისახავს მიზნად.