დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ანგარიში

თანამდებობის დატოვებამდე ეკატერინე ტიკარაძე მინისტრის პოსტზე მუშაობას განაგრძობს. დღეს ის დასაქმების და სოციალური მომსახურების სააგენტოს ორწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.

გადადგომის მიზეზები ჯანდაცვის მოქმედმა მინისტრმა ისევ უკომენტაროდ დატოვა, თუმცა პრემიერთან დაპირისპირება ამჯერადაც არ დაადასტურა. დასაქმების სააგენტო ორი წლის წინ, პანდემიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შეიქმნა. პრიორიტეტი შშმ და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის სამუშაო ადგილების მოძიებაში დახმარებაა.

2020 წლის დასაწყისიდან დღემდე სააგენტოს დახმარებით 3 000 ადამიანი დასაქმდა.