დასაქმების გაზრდილი მაჩვენებელი

უმუშევრობის დონის მკვეთრად შემცირებაზე მიუთითებს საქსტატის ახალი მონაცემები.

შრომით ბაზარზე დადებით ტენდენციას სპეციალისტები ბოლოდროინდელი ეკონომიკური აქტივობებით და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით ხსნიან. წარმოების და ბიზნესის გაფართოების ფონზე კვალიფიციური კადრების დეფიციტი მთავარ გამოწვევად რჩება. ექსპერტები გამოსავალს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების პოპულარიზაციასა და კადრების გადამზადებაში ხედავენ.