საქართველოში უმუშევრობის დონე 3 %-ით შემცირდა – ასეთია 2024 წლის მეორე კვარტლის მონაცემები.
საქსტატის ინფორმაციით, დაქირავებულთა რაოდენობა გაზრდილია 19 ათასით, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 41 ათასით. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით ისევ მაღალია კაცებში. გაუმჯობესებულ მაჩვენებლებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ მთავრობაში, რასაც სპეციალისტები ნაწილობრივ ეთანხმებიან. თუმცა, უმუშევრობის დონის კიდევ უფრო შემცირების მიზნით ეკონომისტები, სწავლის პარალელურად სტუდენტთა დასაქმების აუცილებლობაზე საუბრობენ.