ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დასაქმების პირველ ფორუმს მასპინძლობს.
ფორუმში 40-ზე მეტი ორგანიზაცია მონაწილეობს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორიდან. მათ შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ უნივერსიტეტის სხვადასხვა პროგრამის სტუდენტების შესაძლებლობებს და წარუდგინონ მათ საკუთარი ვაკანსიები. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წლის შემოდგომაზე მიიღო. დღეისათვის უმაღლეს სასწავლებელში 1200-ზე მეტი სტუდენტი ირიცხება. პირველი კურსდამთავრებულები უნივერსიტეტს წელს ეყოლება. ფორუმზე ორგანიზაციების გამოფენის პარალელურად, იმართება სხვადასხვა სემინარი და პრეზენტაცია.