მაუწყებლობის შესახებ კანონში ინიცირებულ სადაო ცვლილებას კამათი მოჰყვა დილით დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე. საკითხი იაგო ხვიჩიამ გააპროტესტა. პარტია „გირჩის“ ლიდერმა მედიას მიმართა, რასაც კომიტეტის თავმჯდომარის რეპლიკა მოჰყვა. ოპოზიციის დეპუტატმა კომიტეტის სხდომა განცხადების შემდეგ დატოვა. საკუთარი მოქმედება კი მოგვიანებით საკითხისადმი სათანადო ყურადღების მისაქცევად ეპატაჟით ახსნა.