ემუქრება თუ არა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას გაჩერება.
საკითხზე დღეს დარგობრივი კომიტეტების სხდომაზე იმსჯელეს. ქარხნის ინფორმაციით, ქვეყანაში ირანიდან დემპინგურ ფასში შემოდის „არმტურა,“ რაც ქარხნის საქმიანობის შეჩერებისკენ არის მიმართული. ამას ხელს უწყოფს სამშენებლო მასალების კონტროლის რეგლამენტის ამოქმედების გადავადება. რეგულაციები ძალაში დეკემბრის თვეში უნდა შესულიყო, თუმცა ერთი თვით გადაიდო. კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ საკითხზე მუშაობა დაჩქარებული წესით უნდა გაგრძელდეს და მასში ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები უნდა ჩაერთონ.
სხდომის დასრულების შემდეგ მეტალურგიული ქარხნის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკვე მომავალი კვირიდან ქარხანაში ერთი საწარმო ხაზი სრულად გაჩერდება, ვინაიდან წარმოებულ პროდუქციას რეალიზების სერიოზული პრობლემები ექმნება.