დარღვევა ფიტნესკლუბში -„გირჩის“ ექსპერიმენტი

10 ათასი ლარით დაჯარიმების მიუხედავად, ბათუმში ფუნქციონირებას განაგრძობს ფიტნესკლუბი „რეფორმერი“, რომელიც შეზღუდვებს არ ემორჩილება. ფიტნესკლუბში დღეს „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მივიდა და განაცხადა, რომ ფართს ქირაობს, როგორც საცხოვრებელს და აპირებს ყველა მიიღოს, ვისაც ვარჯიში უნდა. ფიტნესკლუბი გუშინ შეზღუდვების მიუხედავად გაიხსნა, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მათ 10 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს, დღეს კი სამართალდამცველებმა აცნობეს, რომ დაუმორჩილებლობის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლებელია მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას, თუმცა ფიტნესკლუბი არც გაჩერებას და არც ჯარიმის გადახდას აპირებს.