თბილისში „დარეჯანის სასახლის“ რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა სასახლის ისტორიული ხის აივანი. შეიცვალა სასახლის სახურავი, ასევე ქვედა და შიდა ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა „დარეჯანის სასახლის“ ოთახს.
რეაბილიტირებული სასახლე დღეს თბილისის მერმა დაათვალიერა. სასახლის გარდა, ასევე სრულად განახლდა ეკლესიის ეზო და გამოიცვალა ქვაფენილი. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნული პროექტი ნახევარ მილიონამდე ლარი დაჯდა. თანხა დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყო.