დარჩება თუ არა პატიმრობაში დავით კირკიტაძე. გურჯაანში სასამართლო პროცესი იწყება. სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვაზე იმსჯელებენ.
დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კირკიტაძე ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე დააკავეს.