ხმაური იყო ზუგდიდში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წარმომადგენელი დააკავეს.
სამივე მათგანი ამ დროისთვის უკვე თავისუფალია. სამართალდამცავებმა გიორგი პატარაია, ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია მაშინ აიყვანეს, როდესაც ისინი ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, დაკავების მიზეზი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა გახდა.
„ნაციონალური მოძრაობა“ სოფელ ნარაზენში მომხდარ ინციდენტს, პოლიტიკურ და პოლიციის მხრიდან წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციად აცხადებს.
სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა სანდრა რულოვსის დღევანდელ შეხვედრაზეც.