ფიზიკურად გაუსწორდა ერთმანეთს ზუგდიდში „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრი.
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ერთმანეთს „ევროპული საქართველოს“ წევრი ბათლომე შელია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი დავით შელია დაუპირისპირდნენ. დაზიანება ორივე მათგანს აღენიშნება – ბათლომე შელიას ცხვირის, ხოლო დავით შელიას – თავის არეში. დაპირისპირებას წინ კამათი უძღოდა, რაც „ევროპული საქართველოს“ მიერ ახალი ფრაქციის ჩამოყალიბებას მოჰყვა.
ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.