დაპირისპირება წარსულის გამო - პოლონეთი, შესაძლოა, უკრაინის მთავარი დაბრკოლება გახდეს
უკრაინა და პოლონეთი ერთმანეთს წარსულის გამო დაუპირისპირდნენ. ქვეყანა, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უკრაინის ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერი იყო, დღეს შესაძლოა, კიევისთვის მთავარი დაბრკოლება გახდეს.
ზუსტად ერთ კვირაში, ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტია დაგეგმილი. რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტში მყოფი უკრაინა კი მეზობელი ევროპული სახელმწიფოების მხარდაჭერას კარგავს.
ვარშავასთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე, პეტრო პოროშენკოს ინიციატივით, კრაკოვში უკრაინა-პოლონეთის პრეზიდენტების საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.