ხმაური იყო თელავის ისტორიულ მუზეუმთან.
სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ წევრები შეხვედრის დაწყებას გეგმავდნენ.
თელავის საკრებულოს წევრებმა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა მუზეუმის შესასვლელ ჭიშკართან ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და მოძრაობის წარმომადგენლებს შესვლის საშუალება არ მისცეს. მათი ვერსიით მოძრაობის წევრები შეხვედრაზე ხელისუფლების შეცვლაზე გეგმავდნენ საუბარს. მოგვიანებით სახალხო მოძრაობის წევრებმა მუზეუმიდან მოშორებით გადაინაცვლეს, თუმცა მოწინააღმდეგეებმა შეხვედრის გამართვის საშუალება არც იქ მისცეს. სახალხო მოძრაობას დღის განმავლობაში შეხვედრები თელავში რამდენიმე ლოკაციაზე აქვს დაგეგმილი.