ვითარება უკიდურესად დაძაბულია სომხეთში.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობა გადადგომისკენ მოუწოდებს. ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების მეთაური და მისი მოადგილე თანამდებობებიდან გადააყენა. მთავრობის მეთაური გენ-შტაბს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მოადგილისგან გასხვავებით გენერალური შტაბის მეთაურის გათავისუფლების ბრძანებას პრეზიდენტის ხელმოწერა ამ წუთამდე არ აქვს. სომხეთის დედაქალაქში პრემიერის მხარდამჭერთა და მოწინააღმდეგეთა აქციები ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა. ოპოზიცია თავდაცვის სამინისტროზე მოსალოდნელ შტურმზე საუბრობს.