ამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები კვლავ ველისციხეში იმყოფებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები თელავისკენ გზის გახსნას ითხოვენ.
გურჯაანში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პოლიციის კორდონის გარღვევას და თელავის მიმართულებით გადაადგილებას ცდილობდნენ, ნიკა მელია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, თეიმურაზ კუპატაძეს დაუპირისპირდა.
სამართალდამცველებმა გზა პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით გადაკეტეს და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლა ყვარლის გავლით შესთავაზეს, რაზეც მათგან უარი მიიღეს.