დაპირისპირება სხდომათა დარბაზში - გამოხმაურება

დაპირისპირება პლენარულ სხდომაზე მინისტრის მოხსენების დროს და პოლიტიკური შეფასებები – დღეს ყველა თანხმდება, რომ საკანონმდებლო ორგანოში მსგავსი შემთხვევები მიუღებელია, თუმცა, მმართველ გუნდში ამბობენ იმასაც, რომ ოპოზიციის მხრიდან მიუღებელია ის პროვოკაციული ქმედებებიც, რაც საბოლოოდ ასეთ ინციდენტებს განაპირობებს.

შეგახსენებთ, რომ ვითარება სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დაიძაბა, რაც რატი ბრეგაძემ ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საქმეებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მინისტრის განცხადებებს ტყუილი უწოდეს.