რუსთავის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი და თანამშრომლები რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაში ადანაშაულებენ. საკრებულოს თანამშრომლების განმარტებით, მათ ამ საკითხის შესწავლის მიზნით შრომის ინსპექციას მიმართეს. აღნიშნულმა სამსახურმა საქმის შესწავლის შემდეგ, ზეწოლის ფაქტები აღმოაჩინა, რის გამოც, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს ჯარიმის სახით 1 200 ლარი დაეკისრა.
ნოდარ შეროზია ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ შრომის ინსპექციამ „ქართული ოცნების“ დაკვეთა შეასრულა. ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტიის წევრია.