აქცია ქობულეთში. მოსახლეობის ნაწილი სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის სხვა განყოფილებაში გადაყვანას ითხოვს.
აქცია სოფლის ცენტრში მიმდინარეობს. შეკრებილების განცხადებით, პოლიციის უფროსად მოკლული ბუტა ანთაძის ძმა ჯამბულ ანთაძე დანიშნეს. მათი განცხადებით, ეს საკადრო გადაწყვეტილება დაპირისპირებისა და შურისძიების მიზეზი გახდება. განვითარებულ მოვლენებზე კი ისინი პასუხიმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტოს აკისრებენ. აქციაზე ბუტა ანთაძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბესიკ ტაკიძის ოჯახის წევრები და ახლობლებიც იმყოფებიან.
მკვლელობა 14 ივნისს, გვიან ღამით მოხდა. ანთაძე გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. ამავე ინფორმაციით, მას ბრალდებულთან კონფლიქტი ჰქონდა.