სიტუაცია დაძაბულია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან.
ადგილზე მოძრაობა „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ აქტივისტები იმყოფებიან და დიმიტრი ხუნდაძის სამაჟორიტარო ბიუროსთან განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტერიტორიაზე მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მივიდნენ. რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. მობილიზებულია პოლიცია.
თეონა მანაგაძე მუშაობს ადგილზე.