დაპირისპირება პარლამენტში

ხმაურია პარლამენტში იმ საკომიტეტო დარბაზთან, სადაც სადავო კანონპროექტებს იხილავენ.

ცალკეულმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაც მოითხოვეს. „არა რუსულ კანონს“ – ამ შინაარსის პლაკატებით დარბაზთან ისევ დგანან იმ არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც, ოპოზიციის არაერთი მცდელობის და ფიზიკური შეხლა-შემოხლის მიუხედავად, საკომიტეტო დარბაზში არ შეუშვეს.