ხმაური იყო პარლამენტში. ერთმანეთს ალუდა ღუდუშაური და მამუკა ხაზარაძე დაუპირისპირდნენ. კამათი „ქართული ოცნების“ დეპუტატის განცხადებებს მოყვა, სადაც ის მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროინდელ უკანონო ქმედებებზე, მათ შორის ქონების უკანონოდ დათმობის საქმეებზე საუბრობდა.