დაპირისპირება პარლამენტში

ბოდიში საკმარისი არ აღმოჩნდა – ირაკლი ბერაიას გუშინდელი გამოსვლის გამო ოპოზიცია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს.

გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის არგუმენტით მმართველი გუნდის დეპუტატის მიმართ სასამართლოში ჩივილს გეგმავს თეონა აქუბარდია, რომელიც გუშინდელი ხმაურიანი დებატების დროს ბერაიამ რამდენჯერმე შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენია. დაპირისპირებამ, რომელიც თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს შორის თვეებია, გრძელდება, გუშინ პიკს მიაღწია. თანაგუნდელის მიერ გამოყენებულ სიტყვებს და ფრაზებს არც „ქართული ოცნება“ ამართლებს, თუმცა ბოდიშის მოხდის შემდეგ რეაგირების სხვა ფორმას საჭიროდ აღარ მიიჩნევს. ოპონენტების მოთხოვნის მიუხედავად, ფაქტს არც გენდერული საბჭო განიხილავს.