რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს, დაჩი ბერაიასა და ეკა სეფაშვილს მედიასთან კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა არ მისცა. ხათუნა სამნიძე, ანა ნაცვლიშვილი და ხატია დეკანოიძე „ხალხის ძალის“ წევრებთან მივიდნენ შეძახილებით, „არა რუსულ კანონს“. მათ არ მისცეს საშუალება კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებისთვის ეპასუხათ. როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, მანდატის ფარგლებში, გააკეთებენ ყველაფერს და ყველა ჯერზე შეახსენებენ მათ, რომ არიან რუსული კანონის ავტორები.