დაპირისპირება ოპოზიციურ გაერთიანებაში და ლიდერთა შეცვლილი რიტორიკა - რას ვერ იყოფენ პარტიები და შენარჩუნდება თუ არა არჩევნებამდე მათი ერთობა
უთანხმოების კონტურების გამოკვეთის ფონზე ოპოზიციური ძალები საერთო საარჩევნო სტრატეგიის გარშემო შეთანხმებას ცდილობენ, თუმცა წინასწარ დაანონსებულ გეგმაზე, ანუ არჩევნებში მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატებით ჩართვაზე, კონსენსუსი ისევ არ არსებობს.
მოლაპარაკებათა მაგიდის ნაცვლად „ევროპულმა საქართველომ“ ოპოზიციურ პარტიებს მაჟორიტარულ ოლქებში კოორდინაციისკენ დღეს უკვე საკუთარი ოფისიდან მოუწოდა. მოწოდების მთავარი ადრესატი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, რომელსაც თავდაპირველი შეთანხება შეახსენეს. ცალკეული პარტიების მხრიდან რიტორიკის შეცვლის და ძველი პირობის გადახედვის ეჭვი სხვა პოლიტიკურ ლიდერებსაც გაუჩნდათ. გაჩნდა კიდევ ერთი გზავნილი – რევოლუციისთვის მზადება, რომელსაც ოპოზიციას „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანი ურჩევს.
სწორედ ოპოზიციური ძალების წინასაარჩევნო ტაქტიკად აცხადებს პრემიერთან დაკავშირებულ ინფორმაციას „ქართული ოცნება“.
სალომე ქოქიაშვილი გვეტყვის, როგორ მიმდინარეობს მზადება არჩევნებისთვის.