ორი წლის წინ ჩამოყალიბებული ოპოზიციური გაერთიანებისთვის საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა დაშლის წინაპირობა გახდეს.
„ძალა ერთობაშია“-ში შემავალ 11 პოლიტიკურ სუბიექტს არჩევნებში მონაწილეობის ფორმა ამ დრომდე არ აქვს მოფიქრებული. ისინი გაერთიანებაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხს ელოდებიან, რომელიც „ძალა ერთობაშია“-ს ბოლო შეხვედრებს აღარ ესწრება. ვიდრე პოლიტიკური გაერთიანება საარჩევნო სტრატეგიაზე ჩამოყალიბდება, მანამდე ამ პარტიის ლიდერის გუშინდელი გზავნილების გამო საქართველოში უკრაინის ელჩს საგარეო უწყებაში კიდევ ერთხელ მოუხდა მისვლა. პარალელურად, სწორედ სააკაშვილის განცხადების გამო საქართველოს ელჩმა უკრაინის დიპლომატიურ უწყებას საპროტესტო ნოტა გადასცა.