ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება.
„ლელოს“ ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიტიკური ველი უნდა გაიწმინდოს. ამ განცხადებას წინ უძღოდა მამუკა ხაზარაძის დაპირისპირება პარტია „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილთან. ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ელისაშვილი ოპოზიციურ შეხვედრებში აღარ უნდა მონაწილეობდეს. ელისაშვილი ხაზარაძის სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებას ჯერ არ გამოხმაურებია. თავის მხრივ ოპოზიციის ნაწილი, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ სახით, კოლეგებს „გირჩიდან“ და „მოქალაქეებიდან“, საჯაროდ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს პარტიები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოქმედებენ.