ვის სურს მოლაპარაკებების ჩაშლა პოლიტიკურ მხარეებს შორის და რატომ ასახელებს ალეკო ელისაშვილი ამ რიგებში „ევროპულ საქართველოს“. პარტია მოქალაქეების ლიდერმა მორიგ ფეისბუქ -ჩართვისას კიდევ ერთხელ თქვა, რომ „ევროპული საქართველო“ ის პოლიტიკური პარტიაა, რომელსაც არ სურს მოლაპარაკება კონკრეტული შედეგით დასრულდეს. მისი განცხადებით, გიგა ბოკერია და გიგი უგულავა ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. ელისაშვილის განცხადებით, იმ ოთხივე საკითხზე, რომელიც ოპოზიციას მოლაპარაკებებზე აქვს მიტანილი, მხარეები პრინციპში შეთანხმებულები არიან, უფრო მეტიც, ელისაშვილი ამბობს, რომ მოთხოვნების ნაწილს, რომელიც საარჩევნო კომისიებსა და საარჩევნო წესებს ეხება, „ქართული ოცნება“ 99%-ს ეთანხმება, თუმცა როგორც ელისაშვილი ამბობს, სწორედ ეს არ სურს „ევროპულ საქართველოს“. ელისაშვილის ბრალდებებს კიდევ ერთხელ უპასუხეს „ევროპულ საქართველოში“. გიგა ბოკერია ამბობს, რომ მათ არ სურთ მოლაპარაკებების ჩაშლა და თუკი ელისაშვილს პარლამენტში შესვლა უნდა, მაშინ მან ეს გადაწყვეტილება საკუთარ ამომრჩევლებს უნდა აუხსნას.