დაპირისპირება ოპოზიციაში

მმართველ გუნდთან მოლაპარაკების დაწყებამდე, ოპოზიცია „ლელოს“ ოფისში შეიკრიბა. პარტიების ლიდერების უმრავლესობა ამბობს, რომ პარლამენტში არსებული კონფიგურაციით შესვლას არ აპირებს, თუმცა, გადათქვამს თუ არა ვინმე ამ პირობას, დარწმუნებით ვერ ამბობენ.