ნიკა მელიამ შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვოს. ის არ გამორიცხავს, რომ სხვა პლატფორმიდან გააგრძელოს პოლიტიკური საქმიანობა. მისი თანამოაზრეები აცხადებენ, რომ ფუნდამენტური განსხვავების ფონზე, შიდა დაპირისპირება მუდმივად ვერ გაგრძელდება. ისინი ადასტურებენ, რომ კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს და 7 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაზე კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ. საპასუხოდ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ გუნდში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია, ვიდრე მელიას განცხადებები და გეგმები.