სტაგნაცია და უმძიმესი ვითარება – ასე აფასებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილ ვითარებას პარტიას ის ფრთა, რომელიც ნიკა მელიას გუნდს წარმოადგენს.
ასეთი შეფასების მიუხედავად, ჯერჯერობით გაურკვეველია, შექმნის თუ არა ახალ პარტიას მელია, რომელმაც ამ ეტაპზე მხოლოდ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების თარიღი დააანონსა. სააკაშვილის მხრიდან ძველი სახეების დაბრუნების შესახებ გაკეთებული მოწოდების მიუხედავად, შიდა პარტიული დაპირისპირება კვლავ გრძელდება, თუმცა მოქმედი თავმჯდომარე და მისი მომხრეები თანაგუნდელების შესაძლო წასვლას პრიორიტეტულ საკითხად არ ასახელებენ და კეზერაშვილ-მერაბიშვილის მიერ პარტიის არაფორმალურ მართვასაც უარყოფენ.