„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება. ვინ დატოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვინ შეუერთდება მელიას გუნდს, ამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, სავარაუდოდ, ორშაბათს გახდება ცნობილი. ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობა“ 7 დეკემბერს ოფიციალურად დატოვა და ახალი პარტიის შექმნაც დააანონსა. მანამდე „ნაციონალური მოძრაობიდან“ წავიდნენ კასპის, ხობის, ბათუმის, ზუგდიდისა და ჭიათურის რაიონული ორგანიზაციების წევრები.
„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი მენეჯმენტის მხარდამჭერები მელიას გადაწყვეტილებას იწონებენ და ფიქრობენ, რომ მას ეს ნაბიჯი უფრო ადრე უნდა გადაედგა. მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ მელიას გადაწყვეტილება გავლენებისთვის ბრძოლას ნიშნავს.