ნიკა მელიას გადაწყვეტილებას წინ პარტიის რღვევის პროცესი უძღოდა.
ყველა ის წევრი, რომელმაც ბოლო დღეებში „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, სწორედ ყოფილი თავმჯდომარის მხარდამჭერთა გუნდში მოიაზრება და პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას ნიკა მელიასთან ერთად აანონსებს. მწვავე კრიზისი და ორად გაყოფილი პარტიის რღვევის პროცესი გრძელდება. ბათუმის, ზუგდიდის, ჭიათურის და ხობის შემდეგ ყოფილი მმართველი პარტიიდან წავიდა კასპის რაიონული ორგანიზაციის წევრების ნაწილიც. ბოლო დღეებში განვითარებული პროცესების შედეგად რეგიონების საკრებულოების ნაწილში „ნაციონალურ მოძრაობას“ დეპუტატების რაოდენობა მკვეთრად შეუმცირდა. წასულები მანდატებზე უარის თქმას არ აპირებენ.
არაფორმალური მმართველობა, გასხვავებული აზრის დევნა, შეუსრულებელი დაპირებები – იანვარში არჩეული მენეჯმენტისთვის წაყენებული მთავარი ბრალდებები დღის წესრიგიდან არ იხსნება.