„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება. გაფართოების მიუხედავად, პარტიის პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაცია ისევ პრობლემაა. ხაბეიშვილის შეცვლასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოქმედი თავმჯდომარის ფლანგი გამორიცხავს. უფრო მეტიც, თანამდებობიდან გადააყენეს ფოთის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეც, რომელიც ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მომხრეა. თავად ნიკა მელია კი, რომელიც ხაბეიშვილმა გარიცხულად გამოაცხადა, უკვე რამდენიმე დღეა, დუმილს ინარჩუნებს.