დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

მელია დუმს, ხაბეიშვილის გადადგომის მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

რეგიონების საკრებულოების და დედაქალაქის რაიონული ორგანიზაციების შემდეგ მოქმედ თავმჯდომარეს თანამდებობის დატოვებისკენ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ნაწილი მოუწოდებს. განცხადების ავტორები ლევან ხაბეიშვილს შექმნილ მწვავე შიდა კრიზისზე პასუხისმგებლობის აღებას და დროებითი მმართველი ორგანოს შექმნას სთხოვენ. ფაქტია, რომ, გაფართოების მიუხედავად, პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის პრობლემა პარტიის შიგნით ისევ მწვავედ დგას. თავის მხრივ ხაბეიშვილის შეცვლას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას გამორიცხავს მოქმედი თავმჯდომარის ფლანგი. დღეს თანამდებობიდან გადააყენეს ფოთის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომელიც ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მომხრეა. თავად ნიკა მელია კი, რომელიც ხაბეიშვილმა გარიცხულად გამოაცხადა, უკვე რამდენიმე დღეა, ახალ ტაქტიკას მიმართავს და დუმილს ინარჩუნებს.

რა დასასრული ექნება შიდა მწვავე დაპირისპირებას, რომელიც ერთი წლის წინ არაფორმალურ მმართველობაზე ბრალდებებით დაიწყო, – თეონა ხუბულავა დეტალებით.