ლევან ხაბეიშვილის შეთავაზება პოლიტსაბჭოში ძველი წევრების დაბრუნებასთან დაკავშირებით უკვე მეორე დღეა უპასუხოდ რჩება პარტიის იმ ნაწილის მხრიდან, რომელიც ნიკა მელიას მხარდამჭერებად მოიაზრება. ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრეები აცხადებენ, რომ პოლიტსაბჭოში დაბრუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ ლევან ხაბეიშვილი შეცდომას აღიარებს და პოლიტსაბჭოს არალეგიტიმურად ცნობს. მოქმედი მენეჯმენტი შეთავაზებას ძალაში იქამდე ტოვებს, სანამ საბჭოს გაფართოების მიზნით გუშინ არჩეულ 20 წევრს, ყრილობა დაამტკიცებს.