პოლიტიკოსები „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეების დაპირისპირებას ეხმაურებიან. პარტიაში ამბობენ, რომ დაპირისპირების მთავარი მიზანი „ნაციონალური მოძრაობის“ დაზიანებაა. უმრავლესობა კი განმარტავს, რომ დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია და, სავარაუდოდ, პარტიიდან მელიას ფრთის გასვლაა დაგეგმილი.