შიდაპარტიული არჩევნებიდან ცხრა თვის შემდეგაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მწვავე უთანხმოება გრძელდება.
ორად გაყოფილ პარტიაში არსებული დაპირისპირების მასშტაბი კიდევ უფრო თვალშისაცემი „ფეისბუქით“ გავრცელებული ნიკა მელიას პოსტის შემდეგ გახდა. ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც პარტიის წევრებთან კონსულტაციებს 7 ოქტომბერს გეგმავდა, იმავე დღეს ჩანიშნული აქციის გამო ახალ მენეჯმენტს პარტიის გახლეჩვის მცდელობაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. ის ღიად აკრიტიკებს ხაბეიშვილის ფრთას შეუსრულებელი დაპირებებისთვის.
არანაკლებ მწვავე იყო საპასუხო განცხადებები. მეორე მხარე ნიკა მელიას ამომრჩევლის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.