დატოვებს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის ყოფილი თავმჯდომარე. არჩევნებიდან 8 თვის შემდეგ, ნიკა მელია არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკური საქმიანობა სხვა პლატფორმიდან გააგრძელოს. მელიას თანამოაზრეები ადასტურებენ, რომ კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს და 7 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაზე სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ.