ვის მიმართავდა მიხეილ სააკაშვილი წერილში, რომელიც საკუთარ პარტიას გაუგზავნა, ორ ბანაკად გაყოფილებს ერთიანობისკენ მოუწოდა და ურჩია, გიგა ბოკერიას გზას არ დაადგნენ. წერილი ადრესატამდე სავარაუდოდ მივიდა, თუმცა, გაყოფილი პარტიის ორივე მხარეს დღეს თქვეს, რომ გზავნილი მათთვის არ იყო განკუთვნილი.
პოლიტიკურ წრეებში მიხეილ სააკაშვილის მოწოდების მიუხედავად, ნაკლებად სჯერათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შიდაპარტიულ უთანხმოებას დაძლევს.