დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თელავის რაიონული ორგანიზაციისა და საკრებულოს წევრმა, იმედა კევლიშვილმა დატოვა. მისთვის ოპოზიციურ ფლანგში ყოფნა კატეგორიულად მიუღებელი მას შემდეგ გახდა, რაც პარტიაში ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს. კევლიშვილის თქმით, ის მელიას მხარდამჭერი იყო, რის გამოც ხაბეიშვილის მომხრეებმა ბოიკოტი გამოუცხადეს და ურთიერთობა გაწყვიტეს. პარტიის დატოვების კიდევ ერთი მიზეზად კევლიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ არაფორმალურ მმართველობას ასახელებს.

იმედა კევლიშვილის მიერ პარტიის დატოვების საკითხს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბოტკოველი გამოეხმაურა და მომხდარს დადგმული სცენარი უწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, უახლოეს დღეებში პარტია ამავე მიზეზით სხვა წევრებმაც დატოვონ.