შიდა პარტიული არჩვენების დროს დაწყებული დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ დრომდე გრძელდება.
ხაბეიშვილისა და მელიას ფლანგებს შორის უთანხმოებას რამდენიმე საკითხი იწვევს. მათ შორის ერთ-ერთი რაიონულ ორგანიზაციებში დაგეგმილი შიდაპარტიული არჩევნებია, რომლესაც მელიას გუნდი პარტიაში გავლენისთვის ბრძოლის გაგრძელებად აფასებს. განხეთქილების მიზეზი ხდება ყოფილი თავმჯდომარის კიდევ ერთი განცხადება, სადაც მელიამ კეზერაშვილისა და მერაბიშვილის შემდეგ პარტიის არაფორმალურ მმართველად ზურაბ ადეიშვილი დაასახელა. ყოფილი თავმჯდომარის ეს განცხადება ხაბეიშვილის მომხრეებმა დღეს ჭორაობად შეაფასა და თქვეს, რომ ნიკა მელია არჩევნებში მარცხს ამ დრომდე ვერ შეეგუა. გამწვავდება თუ არა ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში არსებული დაპირისპირება, ეს 17-20 მაისისთვის დაგეგმილი შიდაპარტიული არჩევნების შემდეგ გაირკვევა.