„ნაციონალურ მოძრაობაში“ არაფორმალურ მმართველებთან დაკავშირებით დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობა გრძელდება. ნიკა მელიას მორიგ განცხადებას, როგორც მისი მომხრეები, ასევე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერებიც ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ „ბრალდებებს სჯობს საქმეზე იფიქრონ“.
რაც შეეხება უშუალოდ ნიკა მელიას განცხადებას, „ტვ პირველის“ ეთერში მან აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. ყოფილი თავმჯდომარის ინფორმაციით, პარტია იმართება არაფორმალურად და ეს არის მთავარი პრობლემა, რაც „ქართულ ოცნებისთვის“ ხელსაყრელია. მისი თქმით, ის პარტიის დატოვებას არ აპირებს და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რჩება, სანამ პარტიის გადარჩენის შესაძლებლობა არსებობს.