დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბაჩო დოლიძე შიდა პარტიულ დაპირისპირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პარტიის წევრების მიზანი არა ლევან ხაბეიშვილის იმპიჩმენტი, არამედ პარტიაში დემოკრატიული პროცესების დამკვიდრებაა. მისი თქმით, ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ, პოლიტსაბჭოს სტრუქტურაში ცვლილებები ისე განხორციელდა, რომ აზრი არავისთვის უკითხავთ. „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი ლევან ხაბეიშვილის იმპიჩმენტის საკითხს სასაცილოს უწოდებს და ამბობს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია შიდა დემოკრატიული საკითხები.