დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

დაპირისპირების ახალი ტალღა „ნაციონალურ მოძრაობაში“ – აჭარის ორგანიზაციაში ნიკა მელიას მხარდამჭერები ლევან ხაბეიშვილის გადაყენებას ითხოვენ და შესაბამისი პროცედურების დაწყებაზე მიუთითებენ. დაპირისპირების მიზეზი ამჯერად გახდა ის, რომ ბათუმის საკრებულოდან გასული დეპუტატის, ლაშა კილაბერიას ჩანაცვლება უნდა მოხდეს პარტიული სიის მომდევნო ნომრით, თუმცა ხაბეიშვილმა, მათი განცხადებით, სია თვითნებურად შეცვალა და ოთხი პიროვნება – ლევან გორგილაძე, ელიზა ეფაძე, როინ დვალი და შორენა აბაშიძე პარტიული სიიდან ამოიღო. რა ფორმით და როდის დაიწყება ხაბეიშვილის გადაყენების პროცედურები, ჯერჯერობით მელიას მხარდამჭერები არ აკონკრეტებენ.