დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა კრიზისი მწვავდება.

ახალი თავმჯდომარის მიმართ მთავარი ბრალდება გასხვავებული აზრის დევნაა. პარტიის მენეჯმენტს ამჯერად ზეწოლაში აჭარის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი ადანაშაულებს. თუ ნიკა მელიას მხარდამჭერ მირდატ ქამადაძის განცხადებას დავეყრდნობით, საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარეს თანამდებობის დატოვებას აიძულებენ. თავის მხრივ თვის ბოლოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელების ახალ არჩევნებს აანონსებს ლევან ხაბეიშვილი, რომლის შეცვლაზე კულუარებში აქტიურად საუბრობენ. მართალია, თავად სამი თვის წინ არჩეული ხაბეიშვილი ინფორმაციას უარყოფს, თუმცა ფაქტია, რომ მისი ერთ-ერთი დაპირება – პარტიის ერთიანობის აღდგენა – დაპირებად რჩება და ორ გუნდად გაყოფილ პარტიაში დაპირისპირება სულ უფრო მწვავე ფორმებს იღებს. თავმჯდომარის არჩევნებში დამარცხებული ნიკა მელიას გუნდი პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს ცალკე ოფისში იღებს.