„ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ქართლის რეგიონულ ორგანიზაციაში, ხაბეიშვილისა და მელიას ჯგუფს შორის დაპირისპირებაა. კასპის ფრაქციის თავმჯდომარის, ზურა შუკაკიძის შეცვლის გადაწყვეტილებას „ნაციონალური მოძრაობიდან“ ექვსმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ოპოზიციური პარტია კასპის საკრებულოში რვა დეპუტატით არის წარმოდგენილი“. „კასპის საკრებულოში ტურები ყმუიან“, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბადრი ბასიშვილი კასპში პარტიის ფრაქციაში განხორციელებულ ცვლილებებს. ამის საპასუხოდ კი, მელიას ფლანგი, ბასიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.